
საბერძნეთის პარლამენტმა 2013 წლის ბიუჯეტი მიიღო ,რომლებიც სახელმწიფო ხარჯების ახალ შემცირებას ითვალისწინებს, იტყობინება BBC.
ბიუჯეტს და ეკონომიის ახალ ზომებს 167-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგ - 128 წავიდა. ბიუჯეტის დამტკიცება იყო ერთ-ერთი პირობა ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდისაგნ მორიგი კრედიტის მისაღებად. საქმე ეხება ფულად ტრანშს რომლის გარეშე საბერძნეთს დეფოლტი ემუქრება.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტარებმა 2013-16 წწ.საბიუჯეტო პროგრამა დაამტკიცეს, რომელიც ხარჯების 13,5 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს. პარლამენტში კენჭისყრის დროს ათენის ცენტრში 10 ათასამდე ადამიანი აპროტესტებდა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას.
INTERFAX.RU
მასალის გამოყენების პირობები