Error
ახალი ამბები
არაბეთის ქვეყნებმა სირიის ოპოზიციის გაერთიანებული ძალები აღიარეს
სპარსეთის ყურის ექვსმა ქვეყანამ, რომლებიც არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში შედიან, აღიარა სირიის  ოპოზციური ძალების, როგორც სირიის ხლხის წარმომადგენლის, კოალიციის ლეგიტიმურობა. სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოში შედიან საუდის არაბეთი, ბახრეინი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ყატარი დ ქუვეიტი. ამავდროულად, არაბეთის სახემწიფოთა ლიგის  ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ქაიროში გამართულ სხდომაზე მიესალმნენ ოპოზიციური კოალიციის შექმნას და ორგნიზციას ოპოზიციის ლეგიტიმური წარმომადგენელი უწოდეს, თუმცა არ აღიარეს ის, როგორც სირიის ხალხის წარმომადგენელი. კვირას ყატარის დედაქალაქ დოხაში გამოცხადდა "სირიის რევოლუციური და ოპოზიციური ძალების ნაციონალური კოალიციის" შექმნის შესახებ. კოალიციის შექმნის მიზანია, პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ მიმართული ყველა ოპოზიციური ფრაქციის გაერთანება. დასავლეთის ქვეყნებმა, ასევე თურქეთმა დადებითად შეაფასეს ოპოზიციური კოალიციის შექმნა. სირიის ოპოზიციური ნაციონალური საბჭო, რომელიც აქამდე გამოდიოდა, როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, შეწუხებულია იმის გამო, რომ ახალ კოალიციაში მას ნაკლები გავლენა ექნება.
Print