Error
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თემაზე ისაუბრეს
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ ისაუბრეს.  პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, "შეშფოთებული ვარ, თუ ეს პროცესები აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. ეს საზიანოა ქვეყნის იმიჯისთვის, თუნდაც მართალიც არ იყოს. ეს არის ჩემი შეშფოთების მიზეზი. აი, რატომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ასეთმა პროცესებმა კანონის უზენაესობის საბაზისო სამართლებრივი პრინციპების დაცვით ჩაიაროს, უზრუნველყოფილ იქნას სრული გამჭვირვალობა და სამართლიანი პროცესი. ეს განვაცხადე და პრემიერ-მინისტრმაც დამარწმუნა, რომ ყველაფერი ასე მოხდება", - განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ "ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას მიმდინარე პროცესებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროცესები ჩატარდება პოლიტიკური ჩარევის გარეშე და გაამართლებს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს".  
Print