Error
ახალი ამბები
რასმუსენი საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, "ფეისბუქში" მის გვერდზე კომენტარები ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე დატოვონ
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქეებს სთხოვა,რომ  "ფეისბუქში" მის გვერდზე კომენტარები ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე დატოვონ.მისივე თქმით, დებატებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა ქართული ენა არ ესმის. "ძალიან ვაფასებ აქტიურ დებატებს ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე, მაგრამ მინდა გთხოვოთ, დებატები ჩვენს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე წარმართოთ, ინგლისურად ან ფრანგულად, რადგან უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, ქართულს ვერც ვკითხულობ და ვერც ვიგებ. ძალიან კი მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ასე რომ, კარგი იქნებოდა, თუ თქვენს მოსაზრებებს ინგლისურად ან ფრანგულად გაგვიზიარებდით. მიუხედავად ამისა, მე აზრის გამოხატვის თავისუფლების აქტიური მომხრე ვარ, რაც ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე გამოვლინდა", - აღნიშნა რასმუსენმა. "ფეისბუქში" ანდერს ფოგ რასმუსენის გვერდზე საქართველოს მოქალაქეებმა საკმაოდ ბევრი კომენტარი მას შემდეგ გააკეთეს, რაც რასმუსენმა "საქართველოს ახალი მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო" შეშფოთება გამოთქვა.
Print