Error
ახალი ამბები
სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი საქართველოს ეწვევა
14–21 ნოემბერს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი საქართველოს, ავსტრიას, გერმანიასა და ბელგიას ეწვევა. თბილისში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, რომ აშშ ერთგულია აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების, რაც გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში.
Print