Error
ახალი ამბები
დომინიკ სტროს–კანის საქმე დასრულდა
გარიგებით დასრულდა საქმე, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის დომინიკ სტროს–კანის სავარძელი, პოლიტიკური კარიერა და ცნობილ ფრანგ ჟურნალისტთან და ტელეწამყვანთან ან სენკლერთან ქორწინება შეეწირა. ნიუ–იორკის საოლქო სასამრთლოს სხდომის ოდისეა, რომელიც ერთ წელიწადს გრძელდებოდა დასრულდა ბოლო ეპიზოდით: ნაფისატუ დიალომ გამოითხოვა სამოქალაქო სარჩელი დომინიკ სტროს–კანის წინააღმდეგ. ამ გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა მედია ამტკიცებს, რომ ფრანგმა დიპლომატმა დამლაგებელს 6 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამისთვის მას საბანკო კრედიტის და ყოფილი ცოლისგან დახმარების მიღება მოუხდა. უფრო ადრე ეს საქმე დაიხურა, რადგან ეჭვ ქვეშ დადგა დამლაგებლის ჩვენებები, თუმცა ამ უკანასკნელმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. სტროს–კანმა ის გაასაჩივრა და დიალოს მორალური ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა. ის ამტკიცებდა, რომ ინტიმური კავშირი ორმხრივი შეთანხმების შადეგად შედგა. წერტილი ამ საქმეს ნიუ–იორკის სასამართლოში შემდგარმა გარიგებამ დაუსვა.   
Print