მოკლული ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას ოჯახი შიშობს, რომ დანაშაულის სავარაუდო ორგანიზატორის, დმიტრი პავლიუჩენკოს წინააღმდეგ პროცესი საზოგადეობისთვის დახურული იქნება .
"ჩვენი ინფორმაციით, ხვალინდელი პროცესი, შესაძლოა დახურული იყოს, გასაიდუმლოებული. ჩვენ დაგვადებინებენ ხელწერას ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ, ჩვენ არ ვაპირებთ მის ხელმოწერას", - განცხადა "Интерфакс" –ის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დაღუპული ჟურნალისტის ვაჟმა, ილია პოლიტკოვსკიმ.
მან აღნიშნა, რომ პავლიუჩენკოვი, რომელიც განიხილება საქმის ერთ–ერთ ორგანიზატორად, „აშკარად აკნინებს თავის როლს ამ დანაშაულის ჩადენაში, თუმცა მან ზუსტად იცის, შუამავლის ან დამკვეთის ვინაობაც . სწორედ ამიტომ ხვალ ჩვენ ისევ ვეცდებით გავაუქმოთ მისი მორიგი გარიგება გამოძიებასთან", - თქვა პოლიტკოვსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები