ქაბულში, ავღანეთის პოლიციის თანამშრომელი ქალი ამერიკელ სამხედრო მრჩეველს თავს დაესხა. ამის შესახებ ავღანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ვარაუდობენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატოს ძალების სამხედროებს თავს ქალი დაესხა.
თავდამსხმელი დაპატიმრებულია. ოფიციალური ინფორმაციით, ის თალიბებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ბოლო თვეებში საგრძნობლად იმატა ავღანელი სამხედროებისა და პოლიციელების თავდასხმათა რიცხვმა დასვლეთის სამხედრო მოსამსახურეებზე.
ამის გამო ამერიკელმა სამხედროებმა სექტემბერში ავღანელ ახალწვეულთა სამხედრო წვრთნები შეაჩერეს.
ავღანეთის თავდაცვის ძალების მომზადება ნატოს სტრატეგიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ის 2014 წელს ქვეყნიდან უცხოური სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანამდე ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები