სირიის სამთავრობო ჯარებმა კონფლიქტის დაწყებიდან პირველად ოპოზიციის ძალების მებრძოლთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ სირიელ აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს .
ტელეარხის ინფორმაციით, ქალაქ ხომსის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ სირიელმა ჯარისკაცებმა მათ წინააღმდეგ მომწამვლელი გაზი გამოიყენეს. გარდა ამისა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ სირიის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა, მომწამვლელი ნივთიერების შემცველი რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს.
მასალის გამოყენების პირობები