Error
ახალი ამბები
აშშ-ში ტელეწამყვანის დეპორტაციისათვის ხელმოწერებს აგროვებენ
ოცდაათი ათასზე მეტმა ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას, CNN – ის ბრიტანელი ტელეწამყვანის, პირს მორგანის დეპორტაციის მოთხოვნით. მან მკაცრად გააკრიტიკა "იარაღის ამერიკული ლობი", კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნში მომხდარი სასაკლაოს შემდეგ. გასულ კვირას თავის თოქ-შოუში პირს მორგანმა განაცახადა, რომ იარაღის ლობი „უპრეცენდენტოდ სულელია“. ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, პეტიციას არანაკლებ 25 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი, იმისათვის, რომ დოკუმენტი თეთრმა სახლმა განიხილოს. ტელეწამყვანი თავის Twitter-ზე არკვევდა, თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ მის მიღებას დეპორტაციის შემთხვევაში.
Print