ვირუსებმა უკვე რამდენჯერმე შეაღწიეს ირანის კომპიუტერულ სისტემაში.
ირანის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რომ კომპიუტერული ვირუსი Stuxnet-ის საშუალებით, ქვეყნის სამხრეთით არსებულ ელექტროსადგურზე და სხვა სამრეწველო ობიექტებზე მორიგი შეტევა განხორციელდა.
როგორც ირანული პრესა იუწყება, თავდასხმა დროულად იქნა აღმოჩენილი, რასაც სავალალო შედეგები არ მოჰყოლია.
კომპიუტერულმა ვირუსმა Stuxnet მნიშვნელოვნად შეანელა ირანის ბირთვული პროგრამა და რიგი სამრეწველო საწარმოების ინფრასტრუქტურა დააზიანა.
თეირანმა მავნე კოდის შექმნაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.
bbc
მასალის გამოყენების პირობები