Error
ახალი ამბები
ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი რკინიგზა გახსნა
ჩინეთმა ოფიციალურად გახსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი მაღალსიჩქარიანი რკინიგზა, რომელმაც პეკინი გუანჩჟაოს კომერციულ ცენტრთან დააკავშირა. მატარებელი საშუალოდ 300 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს, რაც ორჯერ შეამცირებს დროს, რომელიც საჭიროა დედაქალაქიდან გუნაჩჟოუმდე სამგზავროდ - 22 საათიდან დაახლოებით 10 საათამდე. ამჟამად სარკინიგზო ტრასა ნაწილობრივ მუშაობს. ტრასის გახსნა მაო ძედუნის დაბადების დღეს უკავშირდება, იტყობინება ადგილობრივი მედია. ჩქაროსნული რკინიგზები ჩინეთში 2007 წელს გაიხსნა. bbc  
Print