Error
ახალი ამბები
ვლადიმირ პუტინმა „ანტიმაგნიტსკის“კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აშშ–ის მიერ მიღებული "მაგნიტსკის აქტის“ საპასუხოდ, „დიმა იაკოვლევის კანონის“ სახელწოდებით ცნობილ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას კრემლის პრეს–სამსახური ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული და ფედერაციის საბჭოს მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2013 წლის პირველი იანვრიდან შევა. მანამდე "უპატრონო ბავშვთა შესახებ" კანონმა არაერთგვაროვანი რექცია გამოიწვია რუსეთის საზოგადოებრიობაში. ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე მინისტრმაც გამოთქვა.  
Print