Error
ახალი ამბები
ავღანელი სამხედროს ფორმაში ჩაცმულმა პირმა ნატოს ჯარისაცი მოკლა
ავღანეთის არმიის სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა, ნატოს ძალების (ISAF ) სამხედრო მოსამსახურეს ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელიც მოკლულია. ამჟამად მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება. გასულ წელს, ავღანეთში მსგავს „ინსაიდერულ“ თავდასხმას ISAF–ის 61 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, რაც გაცილებით მეტია 2011 წლის მაჩვენებელზე (35 ადამიანი). ნატოს მეთაურობა და ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ ასეთი შეტევების უკან დგანან თალიბები, რომლებმაც ავღანეთის არმიასა და პოლიციაში შეღწევა და მსახური მოახერხეს. ria.ru
Print