Error
ახალი ამბები
ჩეხეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს მთელი სხეული ტატუთი აქვს დაფარული
ჩეხეთში ახალ პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით პირველად აირჩევენ. საარჩევნო მარათონის ფავორიტებად ორი ყოფილი პრემიერ–მინისტრი იან ფიშერი და მილოშ ზემანი მიიჩნევა. ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არის დრამატურგიის პროფესორი, ვლადიმირ ფრანცი, რომელსაც სხეულის 90 პროცენტი ტატუირებული აქვს. მიუხედავად ამისა "ავატარი", როგორც მას ჩეხები უწოდებენ, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რეიტინგით მესამე ადგილზეა. თუ ჩეხეთის პრეზიდენტობის ცხრა კანდიდატს შორის პირველ ტურში 50% იან ბარიერს ვერცერთი ვერ გადალახავს, მეორე ტური სავარაუდოდ იანვრის ბოლოს გაიმართება.   bbc
Print