Error
ახალი ამბები
აშშ–ის სკოლაში ისევ ისროდნენ
კალიფორნიის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლემ, ხუთშაბათ დილას ცეცხლის გახსნა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. დაზარალებული საავადამყოფოში გადაიყვნეს, თუმცა ინცინდენტის დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია. ამავე დროს, ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მიმართული რეფორმის მოსამზადებელ კომისიას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ  ბარაქ ობამას შესაბამის კანონპროექტს უახლოეს სამშაბათს წარუდგენს. სახელმწიფო კომისია აშშ–ის პრეზიდნეტის ბრძანებულებით მას შემდეგ შეიქმნა, რაც  20 წლის მკვლელმა ნიუ–თაუნის სკოლაში სასაკლაო მოაწყო, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
Print