ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალ ერეკლე ხარშილაძეს და უმცროს სერჟანტ იაგო კაკულიას პატრულირებისას მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ორივე მსუბუქად დაშავდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად ისინი მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადიან.
პატრულირების დროს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა რიგითი გურამ ჩიმახიძე, რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა. სამხედრო მოსამსახურე ბასტიონის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გურამ ჩიმახიძეს მკურნალობის გასაგრძელებლად გერმანიაში, ლანდშტულის კლინიკაში უახლოეს მომავალში გადაიყვანენ.
მასალის გამოყენების პირობები