ამერიკელი სენატორების ჯგუფმა, აშშ –ის იმიგრაციული სისტემის კარდინალური რეფორმის გეგმა გამოაქვეყნა.
გეგმის მიხედვით, ამერიკაში მცხოვრები 11 მილიონი იმიგრანტი მოქალაქეობას მხოლოდ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების პირობით მიიღებს.
რვა სენატორმა თავისი წინადადება ბარაქ ობამას რეფორმის საკუთარი გეგმის წარდგენამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. მიმომხილველთა აზრით კონსრევატორების მკაცრი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, მკვეთრად ამცირებს რესპუბლიკელების წინასაარჩევნო შანსებს. გასულ არჩევნებზე დემოკრატ ობამას ესპანურენოვან ამომრჩეველთა 70% მისცა ხმა.
მასალის გამოყენების პირობები