
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების პირველი მატჩი სტუმრად, ბელგიის ნაკრებს მოუგო .
ბრიუსელში, 2 თებერვალს გამართულ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა სტუმრებმა შეძლეს და 7:0 დაწინაურდნენ, რასაც მერაბ კვირიკაშვილმა მალევე ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა და ანგარიში 7:3 გახდა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმის განახლებისთანავე ბელგიელებმა ათი ქულით დაწინაურება შეძლეს - 13:3.
ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია მეტოქეს და საბოლოოდ 13:17 გაიმარჯვა.
ერთა თასზე მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 9 თებერვალს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიელებთან გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები