ამერიკულმა ოჯახებმა რუსეთში ნაშვილები ბავშვების წაყვანა დაიწყეს. საქმე ეხება პირებს, ვინც ყველა ფორმალობის დასრულება 2013 წლის პირველი იანვრის სასამართლომდე მოასწრო. მაშინ ძალაში ამერიკელებზე ბავშვების გაშვილებას ამკრძალავი კანონი შევიდა.
ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ რუსეთში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელ მშობლებს ბავშვებზე გასაფორმებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. რამდენიმე ათეულმა ამერიკულმა ოჯახმა რუსეთში სასამართლოს დადგენილება, ბავშვების დაბადების მოწმობა და პასპორტი ვერ მიიღო. რეგიონალური სასამართლოები და სამრთალდამცავი ორგანოები, "მოსკოვიდან პასუხის მოლოდინში" ბლოკავდნენ ბავშვებზე საბუთების გაცემას. ზოგიერთმა ამეირიკელმა ოჯახმა ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დამცველ ევროპულ სასამართლოს მიმართა.
22 იანვარს უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ამა წლის პირველ იანვრამდე მიღებული დადგენილება ამერიკის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილების შესახებ აუცილებლად უნდა აღსრულდეს.
გასულ კვირას რამდენიმე ბავშვი ახალ ამერიკელ მშობლებთან ერთად უკვე გაემგზავრა აშშ-ში.
euronews
მასალის გამოყენების პირობები