Error
ახალი ამბები
5 წლის ამერიკელი მძევალი გათავისუფლებულია
5 წლის ამერიკელი ბიჭუნა, რომელიც ალაბამას შტატის ქალაქ მიდლენდ–სითიში მცხოვრებ 65 წლის ჯიმი ლი დაიქსს მძევლად ჰყავდა აყვანილი, სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. შეიარაღებულ ბოროტმოქმედთან ერთკვირიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ძალოვანი ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. გამოძიებათა ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვი უვნებელია და ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამნაშავე შტრუმის შედეგად მოკლეს. ამერიკული მედიის მონაცემების თანახმად, დაიქსი ვიეტნამის ომის ვეტერანი იყო და სავარაუდოდ მას პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა ჰქონდა. 29 იანვარს მან სასკოლო ავტობუსის მძღოლს ესროლა, ბავშვი გაიტაცა და ბიჭუნასთან ერთად საკუთარ სახლთან გაკეთებულ მიწისქვეშა ბუნკერში მიიმალა. ინცინდენტმა მთელი ქვეყანა შეძრა და იარაღით ვაჭრობასა და ფლობაზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებული დებატების ახალი ტალღა გამოიწვია. bbc
Print