Error
ახალი ამბები
ახმადინეჯადი კოსმოსში გასული პირველი ირანელი გახდება
ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა გახდეს პირველი, ვინც ირანული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში კოსმოსში გაფრინდება. გასულ კვირას ირანმა განაცხადა, რომ კაფსულით აღჭურვილი რაკეტის გაშვება წარმატებით განხორციელდა. რაკეტა „პიშგამ“–მა, რომელშიც მაიმუნი იმყოფებოდა 120 კმ სიმაღლეს მიაღწია. პრიმატი დედამიწაზე უვნებელი დაბრუნდა. დასავლურმა ქვეყნებმა არა ერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებთ, რომ შესაძლოა ირანმა თავისი კოსმოსური პროგრამა შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად გამოიყენოს. თეირანი უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვას და ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამშვიდობო მიზნები ამოძრავებს. 2010 წელს პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა განაცხადა, რომ ირანი 2019 წელს ორბიტაზე პილოტირებულ ხომალდს გაიყვანს.
Print