
გერმანიაში პროსტიტუცია ოფიციალურად ნებადართულია და ბორდელები ლეგალურად მუშაობენ.
ბავარიის ქალაქ აუგსბურგის დასაქმების ცენტრმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ მისმა თანამშრომლებმა 19 წლის სამსახურის მაძიებელ გოგონას ადგილობრივი ბორდელის ბარში მუშაობა შესთვაზეს, წერს გაზეთი Augsburger Allgemeine.
დასაქმების ცენტრიდან მიღებულმა წერილმა, ქალიშვილის დედა განარისხა. გაზეთის ინფორმაციით, დასაქმების ცენტრის უფროსი როლანდ ფიურსტი თვლის, რომ ცენტრის თანამშრომლებს, მსგავსი სამსახურის შეთავაზებამდე, გოგონასთან უნდა ესაუბრათ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნული ვაკანსია პროსტიტუციაში ჩათრევას არ ნიშნავს. თუმცა ცენტრის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ქალიშვილს უშუალოდ ბორდელის შენობაში უნდა ემუშავა.
bbc
მასალის გამოყენების პირობები