
ჩრდილოეთ კორეამ მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. აღნიშნული განცხადების თანახმად, დიდი სიმძლავრის მინიატურული ბირთვული მოწყობილობა გამოიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანმა ვაშინგტონი და პეკინი თავისი განზრახვის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.
კორეის რესპუბლიკამ დაგმო ბირთვული გამოცდის ჩატარება და მას „ჩრდილო–აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის მიუღებელი საშიშროება უწოდა“.
იანვარში ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ განზრახული აქვს „აშშ–ის მტრული პოლიტიკის საპასუხოდ“ ბირთვული გამოცდების ჩატარება.
euronews
მასალის გამოყენების პირობები