ყირგიზეთის სამხედრო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, კურმანბეკ ბაკიევს დაუსწრებლად 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქვეყნის ექს–ხემძღვანელის ძმას, ჟანიშ ბაკიევს, რომელიც სახელმწიფო თავდაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ორივე ძმა ბრალდებულია მძიმე დანაშაულებების ჩადენაში, მათ შორის 2010 წლის აპრილში დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე დემონსტრანტების დახვრეტაში, - წერს bbc.
გადაყენების შემდეგ ექს–პრეზიდენტი და მისი ძმა ქვეყნიდან გაიქცნენ და ამჟამად ბელორუსიაში იმყოფებიან, სადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
ყირგიზეთის ხელისუფლებამ არაერთხელ მიმართა მინსკს, თუმცა პასუხი უცვლელად უარყოფითა.
მასალის გამოყენების პირობები