მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პარტიზანული შენაერთის "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის, დავით შენგელიას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მაღალ თანამდებობაზე დაინიშვნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" საუბრში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა გია ალასანიამ განაცხდა.
გია ალასანიამ აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე დანიშნული დავით შენგელია სულ სხვა პიროვნებაა და "ტყის ძმების" მეთაურის უბრალოდ მოსახელეა. თუმცა აღნიშნულ პიროვნებაზე დამატებით ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობს.
პარტიზანული გაერთიანება "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის დავით შენგელიას სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა. მედია საშუალებას აღნიშნულ ინფორმაციას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგო ჩაჩიბაია უდასტურებდა.
მასალის გამოყენების პირობები