ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ქემერონის პარტია ლიდერობს
დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის “კონსერვატიული პარტია” ლიდერობს. ,,ბიბისის'' ცნობით, ეგზიტპოლების თანახმად, კონსერვატორები პარლამენტში 329 ადგილს დაიკავებენ, რაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისთვის საკმარისია. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ლეიბორისტები 233 ადგილს დაიკავებენ, ლიბერალ-დემოკრატები 8-ს, შოტლანდიის ეროვნული პარტია 56-ს. საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში გუშინ გაიმართა. ამომრჩეველმა ბრიტანეთის პარლამენტის 650 წევრი აირჩია. ამას გარდა, მათ ინგლისის 279 ადგილობრივი საბჭოს 9 000-ზე მეტი წევრი და რამდენიმე ქალაქის – მერები აირჩიეს.
Print