ახალი ამბები
ფილიპინებზე სუპერტაიფუნს ორი ადამიანი ემსხვერპლა
ფილიპინების ერთ - ერთი პროვინციის ორი მცხოვრები კვირიდან მძვინვარე სუპერტაიფუნ "დოდონგ"- ის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ფილიპინელი მეტეოროლოგების ინფორმაციით,ამ დროისათვის შესუსტებული ტაიფუნი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთისკენ 19 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.
Print