ახალი ამბები
ნეპალში მიწისძვრა მოხდა
ნეპალში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ნამჩე - ბაზარიდან 68 კილომეტრში იყო. ბი ბი სი- ს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა ინდოეთსა და ავღანეთში. ნეპალში 25 აპრილს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ 8 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
Print