ახალი ამბები
ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული, 21 წლის ჯოხარ ცარნაევი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს. მათ ცარნაევის მიმართ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ნაფიცი მსაჯულების მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ცარნაევი ინდიანას შტატის ფედერალურ ციხეში გადაიყვანეს. აპელაციის გათვალისწინებით, განაჩენს,რომელიც ლეტალური ინიექციის საშუალებით განხორციელდება, სავარუდოდ, რამდენიმე წლის შემდეგ მოიყვანენ სისრულეში. მსჯავრდებულისთვის განაჩენის გამოსატანად ნაფიც მსაჯულებს, საერთო ჯამში, 14 საათი დასჭირდათ.
ჯოხარ ცარნაევს ბრალი 30 მუხლით ჰქონდა წარდგენილი. ნაფიცმა მსაჯულებმა ბოლო სხდომაზე 30-ვე პუნქტში დამნაშავედ ცნეს, მათ შორის იმ 17-ში, რომელიც კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
2013 წელს, 15 აპრილს, ბოსტონში, ყოველწლიური მარათონის დროს,მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 264 ადამიანი. ეჭვმიტანილთა შეპყრობის ოპერაციის დროს 19 აპრილს, სასიკვდილოდ დაიჭრნენ პოლიციის ოფიცერი და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 26 წლის ტამერლან ცარნაევი.
მასალის გამოყენების პირობები