ახალი ამბები
კრიშტიანუ რონალდუ თბილისში ჩამოდის
ფეხბურთის მოყვარულებს დიდი სიურპრიზი ელით. გავრცელებული ინფორმაციით პორტუგალიის ნაკრები თბილისში ჩამოვა. კრიშტიანუ რონალდუ და მისი თანაგუნდელები მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებენ. შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი მატჩისთვის პორტუგალია სომხეთის ნაკრებს ხვდება. თამაში 13 ივნისაა დაგეგმილი. ევროპის ერთ-ერთი ნაკრები კი თბილისში მოემზადება. ინფორმაციას სფფ ადასტურებს.
Print