Error
ახალი ამბები
დეპარდიემ სარანსკის ჩაწერა მიიღო და ჩეჩნეთში ჩავიდა
ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც რუსეთის მოქლაქე გახდა, კვირა საღამოს გროზნოში ჩავიდა. მანამდე კი ის მორდოვეთის დედაქალაქს სტუმრობდა, სადაც იქური ჩაწერა მიიღო. თვითმფრინავის ტრაპთან დეპარდიეს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დახვდა, რომელიც მას რესპუბლიკაში უფრო ადრეც ეპატიჟებოდა იმ პირობით, „რომ კულტურის დიდ მოღვაწეს შესაფერის პირობებს შეუქმნიდა“. ფრანგი მსახიობი თვითმფრინავიდან პოლიციელის ქუდით ე.წ. „უშანკით“ ჩამოვიდა, რომელიც მისი თქმით მორდოვიაში მიიღო საჩუქრად. "რუსეთი დიდი ქვეყანაა, მე მიყვარს რუსეთი, ძალიან მომეწონა ჩეჩნეთის რეპუბლიკა. აქ გახსნილი და კეთილმოსურნე ხალხი ცხოვრობს“, - განაცხადა დეპარდიემ. ჩეჩნეთში მსახიობი სტუდენტებთან და კონემატოგრაფის ადგილობრივ მოღვაწეებთან შეხვედრას გეგმავს.
Print