Error
ახალი ამბები
სამხრეთ კორეას პირველი პრეზიდენტი ქალი ჩაუდგა სათავეში
პან კინ ხემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 51 % მოიპოვა. სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველმა ქალმა პრეზიდენტმა პან კინ ხე-მ ფიცი დადო და მოვალეობების შესრულებას შეუდგა. პრეზიდენტმა, ინაუგურაციის დროს წარმოთქმულ სიტყვაში მეზობელ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა ბირთვულ ამბიციებს დააღწიოს თავი და მშვიდობიანი განვითარების გზას დაადგეს. ცერემონიამ სამხედრო ორკესტრის აკომპანირების ქვეშ ჩაიარა. პან კი ხენი სახელმწიფოს ყოფილი სამხედრო ლიდერის, აწ გარდაცვლილი პაკ ჩონ ხი-ს ქალიშვილია, რომელიც სამხერთ კორეას სათავეში 1961 - 1979 წლებში ედგა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 60 წლის პაკი მმართველ პარტიას " სენური“ -ს წარმოადგენდა და ხმათა 51 %- ზე ოდნავ მეტი დააგროვა. ის სამხრეთ კორეას კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი დაძაბულობის პერიოდში ჩაუდგა სათავეში. თებერვლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით ჩატარებული მიწისქვეშა ბირთვული გამოცდის შესახებ განაცხადა.
Print