Error
ახალი ამბები
ისრაელმა ღაზას სექტორიდან სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადა
ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. "რაკეტა ქალაქ აშკელონის გერეუბანში დაეცა. შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა. არავინ დაზარალებულა", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მიკი როზენფელდმა. ისრაელის ჯარის მიერ ღაზას სექტორში ჩატარებული ოპერაციის შედეგად მიღწეული ზავის შემდეგ, ეს პირველი შეტევაა. ისრაელისა და პალესტინის ავტონომიას შორის ურთიერთობა ბოლო დროს, ისრაელის ციხეში 30 წლის პალესტინელი არაფათ ჯარადატის სიკვდილის შემდეგ დაიძაბა.
Print