Error
ახალი ამბები
ეგვიპტეში საჰაერო ბურთის ჩამოვარდას მსხვერპლი მოჰყვა
საჰაერო ბურთი ლუქსორში ჩამოვარდა, მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, დაღუპულია სულ მცირე 19 ადამიანი. ფრენაში 20 უცხოელი ტურისტი მონაწილეობდა, მათ შორის ფრანგები და ბრიტანელები. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ბურთს ჰაერში ცეცხლი წაეკიდა, რასაც მისი აფეთქება და შემდეგ ვარდნა მოჰყვა. საჰაერო ბურთებთან დაკავშირებული ინცინდენტები ეგვიპტეში იშვიათობას არ წარმოადგენს, 2009 წელს ლუქსორში მომხდარ ინცინდენტს 16 ადამიანი შეეწირა. უძველესი ქალაქი ლუქსორი ქაიროდან 500 კილომეტრში მდებარეობს.
Print