ახალი ამბები
"მზიურში" ნაპოვნი გოგონას ცხედარი იდენტიფიკაციისთვის პროზექტურაში გადაასვენეს
"მზიურში" ნაპოვნი გოგონას ცხედარი იდენტიფიკაციისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. გოგონა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხალისეებმა იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი 25-დან 30 წლამდე ასაკისაა. მოხალისეების თქმით კი, გარდაცვლილს მოკლე თმა აქვს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე სტიქიის შედეგად გარდაცვლილად 15 პირი ითვლებოდა.
Print