Error
ახალი ამბები
ავღანეთში დაკარგული საბჭოთა ჯარისკაცი იპოვეს
ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში 33 წლის წინ უგზო–უკვლოდ დაიკარგა, პროვინცია გერატში ცოცხალი აღმოაჩინეს. ადგილობრივები მას იცნობენ როგორც შეიხ აბდულას, ის ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწევა და სამკურნალო ბალახებს აგროვებს. აბდულა შეიხი მანამდე ბახრედტინ ხაკიმოვი იყო სამარყანდიდან, ის 101–ე მოტომსროლელ პოლკში მსახურობდა, რომელიც ქალაქ გერატში იყო დისლოცირებული. 1980 წლის სექტემბერში ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა, ის ადგილორივებმა იპოვეს და მოუარეს, მასზე მფარველობა უხუცესმა აიღო, რომელიც ბალახებით კურნავს ხალხს. შეიხ აბდულამაც ეს ხელობა შეისწავლა, ამბობს მეომარ –ინტერნაციონალისტების საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი ალექსანდრა ლავრენტიევა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, კომიტეტმა მოახერხა აბდულა შეიხთან შეხვედრა. კომიტეტის მონაცემებით ავღანეთში უგზო–უკვლოდ დაკარგული საბჭოთა ჯარისკაცების რიცხვი 264–ს აღწევს. საბჭოთა ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის შემდეგ ათი წლის განმავლობაში კომიტეტმა 29 დაკარგული ჯარისკაცი იპოვა, რომელთაგან 22 – მა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, შვიდი მათგანი კი ავღანეთში დარჩა. კომტეტი აცხადებს, რომ ყველა უგზო–უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცს პოვნას აპირებს.
Print