ბოევიკებმა განაცხადეს, რომ რომ ისინი დაჯგუფება „იარმუკის წამებულებს“ წარმოადგენენ.
გაეროს 20-მდე დამკვირვებელი, სირია-ისრაელის საზღვარზე ოცდაათმა შეიარაღებულმა ბოევიკმა შეიპყრო.
უფრო ადრე, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელზეც ადამიანები, რომლებიც თავის თავს სირიელ ამბოხებულებს უწოდებენ UN (გაერო) წარწერებიან მანქანებთან პოზირებენ.
გაეროში განაცხადეს, რომ დამკვირვებლები სირიასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვას უწევდნენ მონიტორინგს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაეროს მისიის თანამშრომლები, სიტუაციაში გასარკვევად, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ.
bbc
მასალის გამოყენების პირობები