Error
ახალი ამბები
ბრიუსელმა Microsoft-ი დააჯარიმა
ევროკომისიამ კორპორაცია Microsoft - ი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ორგანოებისთვის მიცემული პირობის დარღვევისთვის დააჯარიმა. 2009 წელს პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკულმა გიგანტმა, ჯარიმის მუქარის ქვეშ პირობა დადო, რომ თავისი ოპერაციული სისტემის Windows 7-ის ევროპელ მომხმარებელს ინტერნეტ - ბრაუზერის არჩევანის საშუალებას მისცემდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდებოდა. თუმცა, როგორც ევროკომისია აცხადებს, 2011 წლის მაისიდან 2012 ივნისამდე ეს პირობა დაირღვა, ასე რომ Microsoft - მა ამ პერიოდში მიღებული მოგების 1% ან 561 მილიონი უნდა გადაიხადოს.
Print