Error
ახალი ამბები
ბერლუსკონს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს სილვიო ბერლუსკონის, მის პოლიტიკურ ოპონენტებსა და სადზღვევო ჯგუფ Unipol–ის ხელმძღვანელს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებისთვის, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო დაეთანხმა გამოძიების მტკიცებულებებს, რომელთა თანახმად, ექს–პრემიერმა განკარგულება გასცა, სატელეფონო საუბრების ამონაბეჭდი გამოექვეყნებინათ გაზეთში, რომელსაც მისი უმცროსი ძმა პაოლო ბერლუსკონი ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელს ასევე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლითა და სამი თვით. 2005 წელს აღნიშნული მოლაპარაკებების გამოქვეყნების შემდეგ, იტალიური სადაზღვევო ჯგუფის Unipol–ის მიერ BNL ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება ჩაიშალა, რის მიღწევასაც ბერლუსკონი ცდილობდა. ამჟამად სასამართლო ბერლუსკონის კიდევ ერთ საქმეს, არასრულწლოვან მეძავთან კარიმა მარხუგთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას განიხილავს .
Print