ეგვიპტის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 21 გულშემატკივარს, რომლებსაც 2012 წლის თებერვალში პორტ-საიდის სტადიონზე არეულობების მოწყობაში ედებათ ბრალი.
კიდევ 5 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ინვარში სასიკვდილო განაჩენის გამოცხადებამ პორტ-საიდში პოლიციასთან მასობრივი შეტაკებები გამოიწვია, რომელთა შემდეგ, პოლიციამ ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა დააწესა.
საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი არეულობებისას 74 ადამიანი დაიღუპა.მაშინ ადგილობრივი კლუბის „ალ-მარსი“-ს ფანატები ქაიროს გუნდის „ალ-ახლი“- ს გულშემატკივრებს დაესხნენ თავს.
მასალის გამოყენების პირობები