Error
ახალი ამბები
ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას ემუქრება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ საშიშროების შემთხვევაში სამხრეთ კორეის ძირითად ტერიტორიებს ცეცხლს გაუხსნის. მისი თქმით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარები საომარ მზადყოფნაში არიან. სამხრეთ კორეა და აშშ კორეის ნახევრაკუნძულის სანაპიროებზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. მანამდე ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან მიღწეული თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამოდის.
Print