Error
ახალი ამბები
ფოლკლენდის კუნძულებმა დიდ ბრიტანეთს მისცეს ხმა
ფოლკლენდის კუნძულები ბრიტანეთს დარჩება - რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეთა 99,8% -მა ხმა მისცა კუნძულებისთვის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის სტატუსის შენარჩუნებას. არჩევნებზე 92% -იანი დასწრება დაფიქსირდა. რეფერენდუმის ინიციატორად ადგილობრივი ხელისუფლება გამოვიდა. მათი აზრით, კენჭისყრის შედეგებმა წერტილი უნდა დაუსვან არგენტინის ტეროტორიულ პრეტენზიებს. არგენტინაში, სადაც კუნძულებს თავისად მიიჩნევენ და მალვინის კუნძულებს უწოდებენ, არ სცნეს რეფერენდუმის შედეგები. ლონდონში არგენტინის ელჩმა განაცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ მოქალაქეთა სურვილს, დარჩნენ ბრიტანელებად, თუმცა ეს ტერიტორიები ბრიტანეთს არ ეკუთვნის.
Print