ახლადარჩეული რომის პაპი ფრანცისკი თავისი თანაშემწეების ვინაობას დაასახელებს, რის შემდეგ პონტიფიკი სიქსტის კაპელაში წირვას აღავლენს.
76 წლის ფრანცისკს შანსი აქვს ვატიკანის სკანდალებით შებღალული ბიუროკრატიული სისტემა შეცვალოს. სავარაუდოდ, კვირის ბოლოს პონტიფიკი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. კვირას პაპი პირველად მიმართავს მორწმუნეებს წმინდა პეტრეს მოედანზე.
19 მარტს პაპის ტატხზე ასვლის ფორმალური ცერემონია შედგება.
მასალის გამოყენების პირობები