Error
ახალი ამბები
ბრიტანეთში პრესის მარეგულირებელი ორგანო შეიქმნება
დიდი ბრიტანეთის სამმა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ, პრესის რეგულირების ახალი სისტემის შექმნის შესახებ მოილაპარაკა. სპეციალური სამეფო ქარტიის მიერ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო დაწესდება, რომელიც ბრიტანელი გამომცემლების დაჯარიმებას და მათგან ბოდიშის დაუყოვნებლივ მოხდის მოთხოვნას შეძლებს. პარტიის ლიდერების აზრით, ქარტიის საშუალებით შესაძლებელი გახდება სიტყვის თავისუფლების შენარჩუნება და ამავე დროს, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა. ქვეყნის მსხვილი ბრიტანული გაზეთების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქარტიის პროექტის შესასწავლად მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ. აქტივისტების ჯგუფმა Hacked Off, რომელიც პრესის რეფორმისთვის იბრძვის, დადებითად შეაფასა პარტიების ეს გადაწყვეტილება. პრესის მარეგულირებელი ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე ასევე ლორდ ლევენსონის კომისიის მოხსენებაშია ნათქვამი. კომისია იმ სკანდალს იკვლევს, რომელიც ჟურნალისტების მიერ  მობილურ ტელეფონებზე დატოვებული ათასობით ადამიანის  ხმოვანი შეტყობინებებების არალეგალურად მოსმენას უკავშირდება.
Print