Error
ახალი ამბები
პოლონეთში ნანგრევების ქვეშ აღმოჩენილი ყველა მაღაროელი გადაარჩინეს
პოლონელმა მაშველებმა მაღაროდან 19 მაღაროელი ამოიყვანეს, რომლებიც ნანგრევების ქვეშ გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად აღმოჩნდნენ. მაღარო-KGHM  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაშველებმა მუშები მიმდებარე მაღაროდან ამოიყვანეს. 4.7 სიმძლავრის მიწისძვრის დროს მაღაროში 40 მდე მაღაროელი იმყოფებოდა. 20 მა მათგანმა დამოუკიდებლად გამოაღწია მაღაროდან, დანარჩენები კი 600 მეტრის სიღრმიდან მოგვიანებით მაშველებმა გამოიყვანეს. კომპანია KGHM მსოფლიოში სპილენძის მწარმოებელთა ათეულშია.
Print