Error
ახალი ამბები
ღაზას სექტორმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა
ისრაელის პოლიციის ინფორმაციით ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გამოუშვეს, ერთი მათგანი ქალაქ სდეროტის შემოგარენში, სახლის ეზოში აფეთქდა, მეორე - საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაკეტის გაშვებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ პარტიასა და დაჯუფებას არ აუღია თავის თავზე. სარაკეტო შეტევა ისრაელში პრეზიდენტ ბარაქ ობამას ვიზიტს დაემთხვა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ესტუმრება და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელთან მახმუდ აბასთან მოლაპარაკებებს გამართავს.
Print