Error
ახალი ამბები
პისტორიუსის ადვოკატები გირაოს პირობების შეცვლას ითხოვენ
დღეს სამხრეთაფრიკელი ადვოკატები, ათლეთ ოსკარ პისოტირუსისთვის, რომელსაც ბრალი მეგობარი ქალის მკვლელობაში ედება, მისთვის გირაოს პირობების შემსუბუქებას შეეცდებიან. რივა სტინკამპი, პისტორიუსის სახლში გასულ თვეს მოკლეს. სპორტსმენი არ აღიარებს დანაშაულს და ამტკიცებს, რომ სტინკაპს შემთხვევით ესროლა, რადგან ის მძარცველი ეგონა. პისტორიუსი გირაოს სანცვლოდ 22 თებერვალს გამაოუშვეს. მოქმედი პირობების მიხედვით, მას არა აქვს უფლება დატოვოს პრეტორია პოლიციის და ასევე სახლში დაბრუნდეს პოლიციის ნებართვის გარეშე, მას ეკრძალება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღება. სპორტსმენს უნდა გადაეხადა 1მილიონი სამხრეთაფრიკული რანდი (110 ათასი დოლარი), ჩაებარებინა პასპორტი და იარაღი. ათლეტის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მას სახლში დაბრუნებისა და პრეტორიიდან გასვლის უფელბა მისცენ. ბრალდების მხარე ადვოკატების შუამდგომლობის წინააღმდეგ გამოსვლას გეგმავს. 29 წლის რივა სტინკამპი მოდელი და რამდენიმე სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო. ის წმინდა ვალენტინის დღეს - 14 თებერვალს მოკლეს.
Print