Error
ახალი ამბები
რომის პაპმა 12 მცირეწლოვან დამნაშავეს ფეხები დაბანა (video)
რომის პაპმა ფრანცისკემ აღდგომის უძველესი ტრადიციის თანახმად ფეხები დაბანა 12 მცირეწლოვან დამნაშავეს. აღდგომის წინა ხუთშაბათს ფეხების დაბანა არის უძველესი ტრადიცია, რომელიც სათავეს იღებს იესო ქრისტედან, რომელმაც ჯვარცმის წინა, ბოლო სერობაზე ფეხი დაბანა 12 მოციქულს. რომის პაპი დღეს მივიდა რომის გარეუბანში მდებარე მცირეწლოვანთ საპატიმროში, სადაც 12 დამნაშავეს შორის, ვისაც ფრანცისკემ ფეხები დაბანა, ერთი ბოსნიელი მუსლიმანი და ერთი იტალიელი კათოლიკე გოგოც იყო. საპყრობილეში რომის პაპმა ასევე აღასრულა ღვთისმსახურებაც, რომელსაც 35 პატიმარი ესწრებოდა. euronews
Print