Error
ახალი ამბები
რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს იწყებს
რუსეთის პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაბამისი დავალება თავდაცვის მინისტრს მისცა. პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი არ არის ვალდებული, ამის შესახებ მეზობელ ქვეყნებს შეატყობინოს. მისი განმარტებით, მსოფლიოში დამკვიდრებული „ პრაქტიკის“ შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა წვრთნებში 7000-ზე ნაკლები ადამიანი მონაწილეობს, არ არის სავალდებულო მეზობელი ქვეყნების წინასწარ ინფორმირება. პესკოვის მონაცემებით, სამხედრო წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო-საზღვაო ძალების 36 ხომალდი სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან. მიზანია „მზადყოფნისა და კოორდინირებულობის“ შემოწმება. თებერვალში რუსეთის სამხედრო ძალებმა წინასწარ ინფორმირების გარეშე ჩაატარეს რამდენიმე სამხედრო წვრთნა და დაადგინეს, რომ ზოგ სამხედრო შენაერთს არ აღმოაჩნდა სწრაფად მობილიზების უნარი.
Print